სვეტიცხოველი


სვეტიცხოველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigationJump to search
სვეტიცხოველი
Svetitskhoveli Cathedral in Georgia, Europe.jpg
სვეტიცხოველი (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები41°50′33″ ჩ. გ.44°43′15″ ა. გ.
რელიგიური კუთვნილებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანადროშა: საქართველო საქართველო
რაიონიმცხეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობაქ. მცხეთა
სასულიერო სტატუსიმოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები)არსუკისძე
ხუროთმოძღვრული სტილიჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდებაXI ს.
დეტალები
Svetitskhoveli.svg
ტაძრის გეგმა
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, საქართველოს დედა-ტაძარი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთაინთრონიზაციის (აღსაყდრების) ადგილი, შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა საკრძალავი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკიბაგრატის ტაძარიალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ დაშორებით, ქალაქ მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველისმოსასხამი. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

    ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
    1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ — მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლისთაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.

    1900-იან წლებში გრაფინია პ. უვაროვას თავჯდომარეობით შედგა საგანგებო კრება, რომელსაც ესწრებოდა ქართული არქიტექტორები და სასულიერო პირები. კრებაზე გადაწყდა ტაძარი გადაეხურათ თლილი ქვით.

    არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათიოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

    ფასადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ტაძრის ინტერიერი (ფრაგმენტი)
    ცხოველი-სვეტი[1]. ესრეთ მრავალნი სასწაულნი იქმნებოდნენ, ვიდრემდის შეუქმნა მეფემანცა საბურველი და ეგრეთ შეეხებოდნენ და განიკურნებოდნენ, და განასრულაცა მეფემან ეკლესია სამოთხესა მას შინა. ხოლო მსმენელმან დიდმან კოსტანტინე განიხარა, რამეთუ ჴელთა შინა მისთა მიეფინა ყოველსა ადგილსა მადლი ღვთისა და მეორე, რამეთუ მოსწყდა მირიან სპარსთა და ეგო სიყუარულსა ზედა მისსა. წარმოუვლინა ჯუარი და ხატი მაცხოვრისა, იოანე ეპისკოპოსი, მღუდელნი ორნი და დიაკონი სამი და მოუწერა წიგნი ძმობისა კოსტანტინემ და ელენემ ლოცვისა და სიყუარულისა. ხოლო მოსლვასავე მათსა ნათელ-იღეს მეფემან და დედოფალმან და ყოველმან ივერიელმან ჴელითა მათითა მტკუარსა შინა; არამედ ფეროზ და ერმან მისმან, ურიათა და კავკასიელთა არა, წელსა ქსა ტიჱ (318), ქართულსა ო[2].
    ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით.
    გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია.

    მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    მცხეთის ისტორიული ძეგლები: სვეტიცხოველი, სამთავროჯვარი*
    იუნესკოს მსოფლიო
    მემკვიდრეობის ძეგლი

    DSC 0250a.jpg
    ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
    ტიპიკულტურული
    კრიტერიუმებიiii, iv
    სია[1]
    რეგიონი**ევროპა
    კოორდინატები41°50′31″ ჩ. გ.44°43′16″ ა. გ.
    გაწევრიანების ისტორია
    გაწევრიანება1994  (მე-18 სესია)
    ნომერი708
    საფრთხის ქვეშ2009-2016-

    XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით - სცენა სახარებიდან: ქრისტე და სამარიტელი ქალი, შუა ნავის სამხრეთ-დასავლეთ თაღზე -მცენარეული ორნამენტი და სამხრეთი ნავის კამარაში - გაურკვეველი სცენის ნაშთები. დანარჩენი მხატვრობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ქერუბიმი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ "სვეტის" (კოშკისებური ნაგებობის) XVII საუკუნის მიწურულს მხატვრობა, რომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული (მოხატვის ხელმძღვანელი მხატვარი გრიგოლ გულჯავარასაშვილი, მოთავე - ნიკოლოზ კათოლიკოსი). გარედანაც ბევრი რამ არის შეცვლილი: გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც მწვანე ქვით არის მოპირქეთებული) XV საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება (რესტავრირებულია ალექსანდრე I, დიდის მიერ თემურლენგის შემოსევათა დროს ტაძრის ძლიერი დაზიანების შემდეგ), ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია, არის XVII საუკუნის ჩანართებიც, მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.
    ელაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს და წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. სვეტიცხოვლის ქვის ბაზილიკა  აგებულა ვახტანგ გორგასალის დროს, ხოლო  დიდი ტაძარი აუგია საქართველოს მეფე  გიორგი |-ს და კათალიკოს პატრიარქ  მელქისედეკ |-ს.  სვეტიცხოველი მდებარეობს მდებარეობს თბილისიდან  20 კმ. დაშორებით, მცხეთაში, მდინარეების არაგვისა და მტკვრის შესართავთან. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.

    Comments